ლატვიაში ადგილობრივი სოლიდარობის ევროპულ დღეებს გურია შეუერთდა. რეგიონი საერთაშორისო პროექტის მონაწილეა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას, ასევე, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, ოზურგეთში საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინეს. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები კი, ლატვიის დამოუკიდებლობის დღეს დაჯილდოვდებიან. კონკურსის ორგანიზატორები პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებები არიან, ხოლო ოზურგეთს, მეოთხე საჯარო სკოლა წარმოადგენს. პროექტის მხარდამჭერებს შორისაა ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობების ასოციაცია და გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.