ევროპის რეგიონული კონფერენცია

„წითელი ჯვრის“ არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველო „წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ ევროპის მე-11 რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას 53 ქვეყნის „წითელი ჯვრისა“ და „წითელი ნახევარმთვარის“ ეროვნული საზოგადოების წევრები ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში, განიხილავენ ისეთ თემებს როგორის არის -„ კოვიდ-19“, კლიმატის ცვლილები და უკრაინაში მიმდინარე ომი, რომლის შედეგადაც მილიონობით ადამიანს უწევს იძულებით გადაადგილება და საჭიროებს მყისიერ ჰუმანიტარულ თანადგომასა და დახმარებას. ასევე დასახული იქნება აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზები. „წითელი ჯვრის“ რეგიონული კონფერენცია სამდღიანია და ის 28 აპრილს დაიხურება.