„საქართველოს ალიანსის უსაფრთხო გზებისთვის“ ველორბოლა თბილისში. შეჯიბრი „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, დასკვნით დღეს, გაერო-ს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა. ველომოყვარულებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აიღეს სტარტი, ფინიში დედაენის ბაღთან იყო. მიზანი ეკოლოგიური ტრანსპორტის პოპულარიზაციაა და მასში მონაწილეობა მიიღეს, როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ისე დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლებმა და მერიის თანამშრომლებმა.