საახალწლო საქველმოქმედო ველომსვლელობა გაიმართა

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საახალწლო საქველმოქმედო ველომსვლელობა გაიმართა. ღონისძიება ყოველთვიურად იგეგმება, თუმცა, დეკემბრის მსვლელობა საქველმოქმედო მიზნით იმართება. წელს ველომოყვარულები დღის ცენტრის ბავშვებს საჩუქრებს გადასცემენ. კიდევ ერთი გზავნილის ადრესატი  ქალაქის მთავრობაა.

ჯგუფური მსვლელობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დედაქალაქს მეტი უსაფრთხო სივრცე სჭირდება.