მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტი

ხელისუფლება სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმის განხორციელებას იწყებს.

პირველ ეტაპზე რეფორმა მეტროს და ავტობუსებს შეეხება. სამგორიდან ლილომდე და სამგორიდან აეროპორტამდე მიწისზედა მეტროს ხაზის გაყვანა იგეგმება. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში მიწისზედა მეტრომ თბილისი და რუსთავიც დააკავშიროს.

განსაკუთრებული აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე კეთდება. გეგმაშია ახალი ელექტროავტობუსების და ელექტრომობილების შემოყვანის ხელშეწყობა, რისთვისაც გარკვეული ფინანსური შეღავათებიც დაწესდება.

დღეს საბოლოოდ გაირკვა, რომ ხელისუფლებამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე უარი თქვა. პრემიერმა მას რეტროგრადული უწოდა.

დატოვე კომენტარი