ველოტური ბაკურიანში

ველორბოლა ბაკურიანში. სამთო ველოსპორტში შეჯიბრი დიდველის ველობილიკზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და მთის კურორტების კომპანიის მხარდაჭერით მოეწყო. მასში 30 პროფესიონალი და მოყვარული ველომრბოლელი მონაწილეობდა.

ტურნირის მონაწილეებს რთული რელიეფური მონაკვეთების დაფარვა მოუწიათ. შეჯიბრში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, მათ სპეციალური პრიზები გადაეცათ. ველორბოლის დასრულების შემდეგ, ველოტრეისერების შოუ მოეწყო.