საზოგადოებრივი მაუწყებელი გავრცელების სტრატეგიაზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები, – ტრანსფორმაციის სერვისის ხელმძღვანელი საშა სკოტი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ციფრული პლატფორმების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია, რადგან, როგორც ბოლო წლების კვლევები აჩვენებს, სულ უფრო მცირდება ტრადიციული მედიის საშუალებით ინფორმაციის მიღება და პირიქით, იზრდება სოციალური ქსელებისა და ციფრული პლატფორმების მოხმარების მასშტაბი. მალე საზოგადოებრივი მაუწყებელი აუდიტორიას იმ სერვისს შესთავაზებს, რომელიც ორიგინალური, მრავალფეროვანი პროდუქტის ხელმისაწვდომობას უფრო კომფორტულსა და მომხმარებელზე ორიენტირებულს გახდის.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ექსპერტებთან ერთად, გავრცელების სტრატეგიაზე მუშაობს – 1TV