ევროპის მაუწყებელთა კავშირის მადლობის წერილი ვასილ მაღლაფერიძეს

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძეს წერილს უგზავნის და მადლობას უხდის იმ წარმატებებისთვის, რომლებსაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი დირექტორობის პერიოდში მიაღწია. ნოელ კურანი წერილში აღნიშნავს, რომ ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობის დროს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გარდაქმნა საკუთარი იმიჯი, მოიზიდა ახალი მაყურებელი და ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელობას საქართველოში. „რთული და გამოწვევებით სავსე წლის დასაწყისში ჩვენ დავინახეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მტკიცე ნაბიჯები ღირებული და სანდო, მათ შორის საგანმანათლებლო კონტენტის მისაწოდებლად, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო  საზოგადოებისთვის, რომელსაც იზოლაციის განსაკუთრებულ პირობებში მოუწია ცხოვრება“ , – ნათქვამია ნოელ კურანის წერილში.

ევროპის მაუწყებელთა კავშირი ასევე სრულ ნდობას უცხადებს თინათინ ბერძენიშვილს, რომელიც წერილის ტექსტის მიხედვით, განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს  EBU-სა და მის წევრ ქვეყნებს შორის.

ვასილ მაღლაფერიძის სამი წელი საქართველოს პირველ არხზე