თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალურ ასამბლეაზე საზოგადოებრივი მედიის მიუკერძოებლობის პანელური დისკუსიის სპიკერია.
სესიაში ასევე მონაწილეობენ: BBC-ის გენერალური დირექტორი თიმ დეივი, შვეიცარიის სამაუწყებლო კორპორაციის გენერალური დირექტორი ჟილ მარშანი და შვედეთის საზოგადოებრივი რადიოს გენერალური დირექტორი სილა ბიანკო.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის რიგით 90-ე გენერალურ ასამბლეაზე განიხილება ისეთი საკითხები როგორებიცაა აღმასრულებელი საბჭოს ანგარიში, ორგანიზაციის წლიური და ფინანსური ანგარიშები. სპეციალური თემატური სესიები და პანელური დისკუსიები კი მოიცავს თანამედროვე მედიის სფეროს აქტუალურ თემებს: ხელოვნური ინტელექტი, ახალი ეპოქის ტრანსფორმაცია, საზოგადოებრივი მაუწყებლების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, მედიის თავისუფლების ევროპული აქტის საზოგადოებრივი მაუწყებლების მიზნებთან შესაბამისობა და ა.შ. ასამბლეა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმართება და მას ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTVE მასპინძლობს.