ორწლიანი მშენებლობის შემდეგ საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს თელავის სპორტის სასახლე, სადაც პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი უნდა გამართულიყო. შესაბამისად ხელბურთში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ჩატარების ადგილი იცვლება. და ეს მაშინ, როცა ტურნირამდე მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი.
შექმნილი ვითარების გამო, ზარალი მიადგათ თელავში მოქმედ იმ სასტუმროებსაც, სადაც ჩემპიონატის მონაწილეები უნდა განთავსებულიყვნენ. სამშენებლო სამუშაოების შესამოწმებლად ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგაცია საქართველოს ჯერ კიდევ მაისში ესტუმრა და მშენებელ კომპანიას კონკრეტული სტანდარტების დაცვის გარანტიები მოსთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. თუმცა განმეორებითი ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ მოთხოვნების ნაწილი შესრულებული არ იყო.
მშენებელი კომპანია და საქართველოს ხელბურთის ფედერაცია კომენტარებს არ აკეთებენ.
სპორტის სამინისტრო მოკვლევის დაწყებას გეგმავს.