„ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივა

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია მმართველ გუნდს 2008 წლის ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ინჯიას თქმით, მნიშვნელოვანია გამოიძიონ 2008 წლის ომის დროს მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მსგავსი რამ დღევანდელმა ხელისუფლებამ აღარ გაიმეოროს. „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ასევე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის აგენტია და მისი გათავისუფლების კამპანიაში ამერიკის ხელისუფლება და ევროპარლამენტარების ნაწილიც მონაწილეობენ.