დეკანოიძე-გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფი

რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე იქნება. პოლიტიკური ჯგუფის სახელი ჯერ ცნობილი არ არის. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ჯგუფი საპარლამენტო მუშაობის თვალსაზრისით აქტიური იქნება.