ევროპელი დიპლომატების რეგიონული ტურნე

საოკუპაციო ხაზთან გატაცებები საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. საქართველოში ვიზიტით მყოფი ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და რუსეთის უკანონო ქმედებები ადგილზე დაგმეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავარი დიპლომატები ასევე შეხვდნენ პრემიერ-მინისტრს და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს. რამდენიმე წუთში კი ევროპელი მინისტრები სამხრეთ კავკასიურ ტურს ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

თამარ წიკლაური აშუქებს მაღალი რანგის ვიზიტს.