ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას ხმა 570-მა დეპუტატმა მისცა, 108 წინააღმდეგი იყო.
ფინანსური დახმარება 35 მილიონი ევროს საშუალოვადიან სესხს, 10 მილიონი კი – გრანტს მოიცავს, რათა ქვეყანამ 2017-2020 წლებისთვის საგარეო ფინანსური საჭიროებების ნაწილი დაფაროს.
კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს მიღწევები დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.