ევროპარლამენტის სესია

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომზადებული ცნობილი რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილონ. საუბარია სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშზე, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მხრიდან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესია შეფასებული. საკომიტეტო განხილვების დროს, ერთი თვის წინ, პროექტში კომპრომისული შესწორებები შევიდა. შესწორებების ნაწილი სასამართლო სისტემასა და რამდენიმე რეზონანსულ საქმეს ეხება.