ევროპარლამენტის რეზოლუცია - შეფასებები თბილისში

ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუცია, პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ოპოზიციის ნაწილი რეზოლუციას დადებითად აფასებს და კმაყოფილია, ნაწილს კი, რიტორიკა არ მოსწონს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ რეზოლუცია სიმართლეს არ ეფუძნება და ეს არის პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა.