ევროპარლამენტის არჩევნები დასრულებულია. კენჭისყრის შედეგებს პოლიტიკური ცვლილებები მოჰყვა ევროკავშირის რიგ ქვეყნებში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ულტრამემარჯვენე მეტოქესთან მისი პარტიის დამარცხების შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. მმართველი პარტია დამარცხდა ასევე გერმანიაში, ესპანეთში, ბელგიასა და სლოვაკეთში. როგორ იცვლება ძალთა გადანაწილება და პოლიტიკურ კონფიგურაცია ახალ ევროპარლამენტში და როგორ იმოქმედებს ცვლილებები საქართველოზე, – შედეგებს ეხმაურებიან თბილისში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში პირველ ადგილზე ისევ სახალხო პარტიაა, შესაბამისად, რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდებიან. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ევროპელებმა უპირატესობა კონსერვატორულ მიმართულებას მიანიჭეს და არა ლიბერალურს.