პოლიტიკური ცვლილებები ევროპარლამენტში. ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების შემდეგ ახალი კონფიგურაციები და გადაჯგუფებებია მოსალოდნელი. უმრავლესობაში მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ დარჩენის მიუხედავად, კენჭისყრის შედეგებმა ახალი ტენდენციები და განწყობები გამოკვეთა. ულტრა-მემარჯვენეების და კონსერვატიული ძალების დაწინაურებამ, ლიბერალური ჯგუფების მიმარტ მხარდაჭერის შედარებით შემცირებამ და ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში მმართველი პოლიტიკური პარტიების მარცხმა მთელი რიგი პოლიტიკური ცვლილებები გამოიწვია. ახლა საინტერესოა, ვინ ვისთან შექმნის ალიანსს და რომელ ჯგუფს შუერთდება ის 100-მდე დეპუტატი, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ეკუთვნიან და რომელთა რაოდენობა ბოლო არჩევნების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. არანაკლები ინტერესის საგანია, თუ როგორ დაკომპლექტდება არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ხელმძღვანელი რგოლი და რა გავლენა ექნება ახალ გადანაწილებას საქართველოზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროინტეგრაციის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.
შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე პროგნოზები არაერთგვაროვანია.