ევროპარლამენტის არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა. პედრო სანჩესის თქმით, ამ არჩევნებს ესპანეთის მომავლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის მოქალაქეები 720 პარლამენტარს ირჩევენ, რომლებიც ევროპარლამენტში წევრ სახელმწიფოს ქვეყნის მოსახლეობის პროპორციულად წარმოადგენენ.
ევროპარლამენტის არჩევნები არჩევნებში ხმა მისცა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმაც. კირიაკოს მიცოტაკისმა საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ბერძნული ხმა ევროპარლამენტში გადამწყვეტია. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სწორედ ამიტომ, მისივე შეფასებით, აუცილებელია საბერძნეთს ევროკავშირში საუკეთესო წარმომადგენლობა ჰყავდეს.