ევროპარლამენტი დღეს ახალ პრეზიდენტს აირჩევს. თანამდებობაზე ორი კანდიდატია წარდგენილი – მოქმედი პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და ახლად არჩეული ევროპარლამენტარი, ირენ მონტერო.
პირველი კენჭისყრა სტრასბურგში ამ წუთებში იწყება. შეგახსენებთ, რომ რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის დასაწყისში აირჩიეს. ირენ მონტერო არის პოლიტიკოსი ესპანეთიდან, მემარცხენე პარტიის, „პოდემოსის“ წარმომადგენელი.