ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა. ევროპარლამენტარი, სალომე სამადაშვილის მოწვევით, თბილისს დღეს დილით ეწვია. არსებული ინფორმაციით, ის მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს, თუმცა დრო უცნობია. სამადაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მათ ლეხ კაჩინკის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მედიასთან საუბრისას კი, აქცენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გააკეთეს.