საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ – თემაზე, ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება. ევროპარლამენტარები საქართველოზე სპეციალური რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან და მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრასა და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას. სიტყვით გამოვა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი.