სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუცია - შეფასებები თბილისში

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურმა ასამბლეამ, საქართველოსთვის ორი მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც ეხება ევროპაში პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რეზოლუციით „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადაიდგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული და ის გათავისუფლდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რეზოლუციას მიესალმებიან და სამართლიან გადაწყვეტილებას უწოდებენ. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც, მათ არ მიუღიათ განახლებული ინფორმაცია.