„ევროპაბეთი“უარს ამბობს გარე რეკლამაზე, საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში, ინტერნეტრეკლამაში კი მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება ასაკობრივი შეზღუდვა.
„ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, სარეკლამო ბანერები უკვე ჩამოხსნილია. „ევროპაბეთის“ გადაწყვეტილებითვე, საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება.