კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმში კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი – AD BLACK SEA დასრულდა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა. ფესტივალის გრანპრი კრეატიულმა სააგენტო „მეტრომ“ აიღო, ხოლო „ვინდფორსმა“ საუკეთესო ადგილობრივი სააგენტოს წოდება მიიღო. ფესტივალზე 500 ნამუშევარი იყო წარდგენილი და ათასზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. რეკლამით და მარკეტინგით დაინტერესებული პირებისთვის სემინარები, ვორკშოპები და პანელური დისკუსიები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.