#დოსიე „პროპაგანდა. თანხმობის ფაბრიკა“

როგორ შეიძლება მასების კონტროლი დემოკრატიაში, მისი მთავარი ღირებულებების დარღვევის გარეშე?

1917 წელი. პრეზიდენტი ვილსონი ქმნის ისტორიაში პირველ საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიას, რათა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საშუალებით, პირველ მსოფლიო ომში ჩართვის აუცილებელი, მაგრამ უკიდურესად არაპოპულარული გადაწყვეტილება ამერიკელი ამომრჩევლისთვის მისაღები გახადოს.

პროპაგანდის თეორიზება, მასების დარწმუნების, მათი თანხმობის მოპოვების პირველი ინსტრუმენტები, რომელმაც 50 წლის განმავლობაში, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის ინდუსტრია შექმნა, სწორედ ამ კომისიას და მის მოაზროვნე წევრებს უკავშირდება. მათ შორის, პირველ რიგში ზიგმუნდ ფროიდის დისშვილის, იმხანად ყველასათვის უცნობი ახალგაზრდის, ედუარდ ბერნეისის სახელს, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კაცს გასული საუკუნის მსოფლიოში.

რეკლამა, მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა… ინდუსტრიის, კომერციისა და რა თქმა უნდა პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები დემოკრატიულ სისტემაში, მასების სამართავად, მათი შეთანხმების მისაღწევად.

ჯიმი ლაიპოლდის დოკუმენტური ფილმი: „პროპაგანდა. თანხმობის ფაბრიკა.“ პაატა ქურდაძის საავტორო გადაცემაში „დოსიე“…

 

დოსიე

დატოვე კომენტარი