რომან გოცირიძემ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ ერთწლიანი საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა. ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, პოლიტიკური ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა 25 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთაგან სამი იყო რეზოლუციის პროექტი. ორი კი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ეხებოდა.