ექვსთვიანი საპარლამენტო საქმიანობის ანგარიში წარადგინა პოლიტიკურმა ჯგუფმა „ევროოპტიმისტები“.
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, ექვსი თვის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფის წევრები იყენებდნენ როგორც საკანონმდებლო, ისე მაკონტროლებელ უფლებამოსილებებს. მათ მიერ პარლამენტში დარეგისტრირდა 22 საკანონმდებლო ინიციატივა, სადაც სამი იყო რეზოლუციის პროექტი და ორი ეხებოდა ცვლილებებს პარლამენტის რეგლამენტში. მისივე თქმით საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ევროოპტიმისტებმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობების მისამართით 190 სადეპუტატო კითხვა მოამზადეს. აქედან, ხატია დეკანოიძეს ეკუთვნოდა 136, ხოლო რომან გოცირიძეს – 54. ჯგუფის წევრების ინიციატივით, კომიტეტის სხდომაზე ორი მინისტრი დაიბარეს. პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრები ამ პერიოდის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე სიტყვით 222-ჯერ გამოვიდნენ. ხატია დეკანოიძემ გამოსვლის უფლებით 139-ჯერ ისარგებლა, რომან გოცირიძემ კი – 83-ჯერ.