ევროკომისიის რეკომენდაციები - საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა პარლამენტში
საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა პარლამენტში – ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი გრძელდება. იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამ წუთებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პროექტს განიხილავენ.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი ინიციატივით ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს ანგარიში იმ საკითხებზე, რაც მის საქმიანობას უკავშირდება და მნიშვნელოვნად მიაჩნია. სახალხო დამცველს მიენიჭება უფლებამოსილება, საკონკურსო კომისიაში მის მიერ დასანიშნი წევრი კონკურსის გარეშე შეარჩიოს.
ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს ფასადურს უწოდებს, „ქართული ოცნების“ შეფასებით კი, ის სრულად პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს და უწყებების გაძლიერებისკენ არის მიმართული.
თეონა მანაგაძე დეტალებით.