ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს მაისში ეწვევა. განცხადება ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანემ გააკეთა, რომელიც თბილისს იუნკერთან ერთად ესტუმრება.
ბრიუსელიდან დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩამოვა და დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილებას. ევროკომისარის განაცხადებით, მისი ვიზიტი სექტემბერშიც არის ჩანიშნული. პირველ არხთან საუბრისას, იოჰანეს ჰანემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისში ევროპული სკოლა გაიხსნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ ის შესაძლებლობები გამოიყენოს, რომლებსაც ევროპა სთავაზობს.