ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება

„რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინაში ომი აღარ იქნება, მაგრამ თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ევროკავშირი მშვიდობის დასამყარებლად შეიქმნა და მიმდინარე წელს, უკრაინაში კრემლის ომის ფონზე, ევროგაერთიანებამ უნდა აღასრულოს მისი დამფუძნებლების მისწრაფებები და ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის მისია იტვირთოს. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, როგორც უკრაინელები, ისე სხვა ხალხები ევროკავშირის მახლობლად აცხადებენ, რომ მათ უნდათ ცვლილებები და თავიანთ მომავალს ევროკავშირში ხედავენ.