პრემიერის გამოსვლა გლობალურ ფორუმზე

ბრიუსელში „გლობალური კარიბჭის“ ფორუმი მიმდინარეობს.

ღონისძიებას ევროკომისიის პრეზიდენტის მიწვევით ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ცოტა ხანში ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა სამუშაო პანელზე, „სატრანსპორტო დერეფნები“. საქართველოს მთავრობის მეთაური პანელზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია. ბრიუსელში ასევე იმართება ორმხრივი შეხვედრებიც.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ფორუმს.