ევროკავშირის სამიტზე საფრთხეები განიხილეს

ევროკავშირი ზაფხულის სეზონზე მოგზაურობის აღსადგენად ე.წ. კოვიდ-პასპორტების სისტემის დანერგვას აპირებს. სიახლე სამ თვეში ამოქმედდება. ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტზე ვაქცინაციის პროცესიც განიხილეს და კომპანიებს მოუწოდეს, კონტრაქტით გაწერილი ვადები დაიცვან და მოქალაქეების ასაცრელად საჭირო დოზები ევროკავშირს დროულად მიაწოდონ, სხვა შემთხვევაში შესაძლოა ევროპაში წარმოებული ვაქცინების ევროკავშირს გარეთ გატანა აკრძალონ. „კოვიდ-19“-ის პანდემიის დაძლევასთან ერთად ორდღიან ვირტუალურ სამიტზე ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურებმა ევროპის წინაშე არსებულ სხვა საფრთხეებზეც ისაუბრეს. შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანიც დაესწრო.