ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საქართველო წარმატებას თუ მიაღწევს, ხელისუფლების მნიშვნელოვანი წვლილი იქნება, მაგრამ ისინი სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპონენტები დახურულ კარს მიღმა ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არჩევნებამდე არ მისცენ.
უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსის გარეშე საქართველოს დატოვება მართებული გადაწყვეტილება არ იყო და ამან ქვეყანა დამატებითი რისკების წინაშე დააყენა, თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლებამ ეს რისკები სათანადოდ მართა.