„ქართული ოცნების“ შეხვედრები რეგიონებში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გურიის რეგიონში პარტიულ აქტივს შეხვდა. შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო და 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი ჯამში 10 რეგიონს ესტუმრება.