ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ანგარიში

213 დამკვირვებელი ევროკავშირის წევრი 25 ქვეყნიდან, 112 ქართველი კოლეგა და საოკუპაციო ხაზთან პატრულირების 24-საათიანი რეჟიმი – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 15- წლიანი საქმიანობის შედეგებს აჯამებს. მისიის მიზნებზე, ამოცანებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ძირითად გამოწვევებზე დღეს მისის ხელმძღვანელმა, ელჩმა დიმიტრიოს კარაბილისმა ისაუბრა. მისი თქმით, მისიის მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში წვლილის შეტანაა. ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად კი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი რჩება, რომელიც „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წელს შეიქმნა, პირველმა დამკვირვებლებმა კი პატრულირება ზუსტად 15 წლის წინ, პირველ ოქტომბერს დაიწყეს.