ევროკავშირის მისია ცხინვალსა და ახალგორში შეზღუდვების მოხსნას ითხოვს
ევროკავშირის მისია ცხინვალსა და ახალგორში შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. ამის შესახებ მისიამ განცხადება გაავრცელა და მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა.
„სამხრეთ ოსეთსა და ახალგორში მიმავალი მთავარი გადასასვლელი, რომლითაც ნორმალურ პირობებში, დღეში 400 ადამიანი სარგებლობს, ხუთი სექტემბრის შემდეგ ჩაკეტილია. ამის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა სწრაფ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას მოკლებულია. ეს ადამიანების ცხოვრებაზე ნეგატიური გზებით აისახება.“ – ნათქვამია ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.