საქართველო ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილების მოლოდინშია – მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ევროსამიტი 23-24 ივნისს გაიმართება. თარიღის მოახლოებასთან ერთად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მმართველი გუნდი და ოპოზიცია ურთიერთბრალდებებს ცვლიან.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება სტატუსის მისაღებად სათანადო ნაბიჯებს არ დგამს. „ქართულ ოცნებაში“ კი ოპოზიციის ნაწილს ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოპონენტების ნაწილი მიზანმიმართულად ცდილობს, ხელი შეუშალოს ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.