ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინი

ოთხი დღე ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე – მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?  მოლოდინების შესახებ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთხელ საუბრობენ. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას საერთო პოზიტიური მოლოდინი აქვთ, თუმცა, პარალელურად, ისევ ისმის ურთიერთბრალდებები.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი არ მიენიჭოს. უმრავლესობა კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციას საქართველოს ევროინტეგრაცია არ უხარია და ამას მათი განცხადებები მოწმობს.