დღეიდან საქართველოს სამი ქალაქი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს.
21-წლამდელთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად ნაკრებების მატჩებს „დინამო არენა“, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და „ბათუმი არენა“ უმასპინძლებენ. პირველი მატჩი ზუსტად 20:00 საათზე დაიწყება – საქართველო პორტუგალიას ხვდება. პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე გელოდებათ.