ლეგენდების მატჩი პირველ არხზე

2:0 „ინტერის“ სასარგებლოდ – ამ შედეგით დასრულდა ლეგენდების სერიის პირველი მატჩი რამდენიმე წუთის წინ.

„ბათუმი არენამ“ წლის ერთ-ერთი მთავარ სპორტულ მოვლენას უმასპინძლა. სტადიონზე დღეს ერთმანეთის მეტოქეები საქართველოს ეროვნული ნაკრების და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელები იყვნენ. ფიგუ, მატერაცი, ძანეტი, კალაძე, ძმები არველაძეები, ქინქლაძე – ორივე გუნდი უძლიერესი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. „ინტერიდან“ დღევანდელ მატჩში რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონმაც ითამაშა. საქართველოს სახელით კი იმ სპორტსმენებმაც იასპარეზეს, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულეს. ძლიერი წვიმის მიუხედავად, ტრიბუნები გულშემატკივრებით იყო სავსე. თითქმის ორი საათის განმავლობაში ისტორიულ მატჩს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი გადასცემდა. გამორჩეული დღე ფეხბურთის ქართველი ქომაგებისთვის.