საფეხბურთო მატჩები პირველ არხზე

ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებები დღეს მორიგ შეხვედრებს გამართავენ. ახალგაზრდული ნაკრები „ბათუმი არენაზე“ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ჯგუფის ლიდერს, ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებს. ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ თამაშს ტაილანდის ნაკრებთან გამართავს.

საქართველოს პირველი არხი ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ტაილანდის წინააღმდეგ ჩაატარებს – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT