საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ტაილანდის წინააღმდეგ ჩაატარებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას ტაილანდის წინააღმდეგ ჩაატარებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 ოქტომბერს ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდს დაუპირისპირდება, – ეს თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებთან მატჩამდე გენერალური რეპეტიცია იქნება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა, საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე იმ ამოცანების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ნაკრებს ტაილანდთან ექნება.

„კვიპროსთან ოფიციალური მატჩის წინ ამხანაგურ შეხვედრას მოსამზადებლად გამოვიყენებთ. ტაილანდის ნაკრებთან ჩვენმა ფეხბურთელებმა მაღალი პრესინგით უნდა ითამაშონ და მეტოქეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება არ უნდა მისცენ. ბევრი ისეთი მოთამაშე გავა მოედანზე, რომლებიც აქამდე ბევრს არ თამაშობდნენ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ეროვნული გუნდის განაცხადი ოქტომბრის თამაშებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), საბა კვირკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ლადო მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი)

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

საქართველოსა და ტაილანდის ნაკრებების შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).