ცხელ წერტილში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია, სავარაუდოდ დაიწყო.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სუდანის დედაქალაქში მყოფი 35-მდე მოქალაქის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას ადასტურებს, თუმცა ჯერ უცნობია, მოხერხდა თუ არა მათი ხართუმიდან გამოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის 72-საათიანი რეჟიმის ამოქმედებაზე შეთანხმება მოხერხდა, სუდანის დედაქალაქში მაინც ისმის სროლის ხმა. შეთანხმების ვადა დღეს იწურება. ხართუმში კვლავ მძიმე ვითარებაა, პარალიზებულია საკომუნიკაციო არხები. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლას ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.