„10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ”- საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უნდა იმსჯელონ.
პოლიტიკის საქმეთა და უსაფრთხოების კომიტეტში ტექსტს პუნქტობრივად განიხილავენ და კენჭს უყრიან. მოგვიანებით კი, რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება პლენარულ სესიაზეც.
რეზოლუციის პროექტი 17 პუნქტისგან შედგება.