„ეუთო-მ არ უნდა დაიშუროს ძალისხმევა საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესის წინსვლისთვის“ – ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პოლონელი დიპლომატის თქმით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს საქართველოში კონფლიქტებისგან დაზარალებულ მოსახლეობას. ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინის, დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბაღის საკითხებზეც და აღნიშნა, რომ ეუთო-სმ კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს.