ეუთო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს იყვნენ მშვიდობიანები. მისიის წარმომადგენლები მიესალმებიან გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა აცხადებენ, რომ ძალადობის ფაქტები დაუშვებელია, – ამ განცხადებით ეხმაურებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს დამკვირვებლები. თბილისში პოლიციასთან მომხდარი შეტაკებების შემდეგ, ეუთო-ს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას. „მოვუწოდებ ყველა აქტორს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და იმუშაონ ერთად სტაბილური პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად და ამავე დროს, მიაქციონ ყურადღება საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მიერ მიღებულ გზავნილებს.