საქართველოში რუსული ოკუპაციის შედეგებზე საუბრობს ესტონეთის პრეზიდენტიც. თბილისში მყოფმა კერსტი კალიულაიდმა ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრების შემდეგ “მოამბეს” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
ესტონეთის პირველი პირი აცხადებს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბარი და მუდმივად საერთაშორისო დღის წესრიგში ყოფნა პრობლემის გადაჭრას ხელს შეუწყობს.
ინტერვიუ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსაც ეხება. პრეზიდენტის აზრით, ორივე ორგანიზაციისკენ გზა რეფორმებზე გადის, რის შემდეგაც დადგება დრო, როცა ალიანსის და ევროგაერთიანების წევრები პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის მზად იქნებიან.