ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა

15 სექტემბერი მსოფლიო დასუფთავების დღეა. კამპანიას 15 სექტემბერს საქართველოც უერთდება და სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნავს. ამ თემაზე გუშინ ესტონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ისაუბრეს. როგორც პირველ არხთან ინტერვიუში კერსტი კალიულაიდმა აღნიშნა, ესტონეთი ყველა ქვეყნიდან მინიმუმ მოსახლეობის 5 %-ის ჩართვას ელოდება.

ესტონეთის პრეზიდენტი მოხარულია, რომ კამპანიაში საქართველოც მონაწილეობს.

მსოფლიო დასუფთავების დღის იდეა 10 წლის წინ ესტონეთში გაჩნდა და დასაბამი მისცა მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას.