პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან

დავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობაზე და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ალარ კარისმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასაც.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, ასევე თავდაცვის მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.